1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზდუდვის თაობაზე, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №166-ის „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის  თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების/გაუქმების/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზეზ(ებ)ი.

3. სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლება იზღუდება  იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების/უფლების შეზღუდვის მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვით.

4. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

5.  სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა,  წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან შეზღუდვის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების ან შეზღუდვის საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა.
თავი III
არაკომპლექსური საწარმოს ვალდებულებე