1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის თაობაზე „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.

2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების, გაუქმების ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის  თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების/გაუქმების/სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მიზეზ(ებ)ი.

3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება ან სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლება შეიზღუდება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების/უფლების შეზღუდვის მიზეზის აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 9 (ცხრა) თვისა,  შეჩერების/შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღებიდან.

4. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა,  წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან უფლების შეზღუდვის ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების ან შეზღუდვის საფუძველი;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა.
თავი VIII
მოთხოვნები სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემის მიმა