1. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სწავლება  მოიცავს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, საწაფზე და პუნქტზე სწავლებას.

2. მეთვალყურის სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ და/ან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ან მისი  წევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირის (EU) 2015/340 რეგულაციის შესაბამისად სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში.

3.მეთვალყურის სწავლება შედგება შემდეგი სახეობებისგან:

ა) პირველადი სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე-შეგირდის მოწმობა ან დამატებითი ოსტატობა, და საჭიროებისას, ოსტატობის დაშვება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

ა.ა)  „საბაზო სწავლებას“- თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომლის დანიშნულებაა ძირითად სამუშაო პროცედურებთან და პრაქტიკულ უნარებთან დაკავშირებული საბაზო ცოდნის შეძენა;

ა.ბ) „ოსტატობის მისაღებად საჭირო სწავლებას“ - თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომლის დანიშნულებაა კონკრეტული ოსტატობის  და, საჭიროებისას, ოსტატობის დაშვების მისაღებად საჭირო ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

ბ) პუნქტზე სწავლება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას გაიცეს: საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობა, შესაბამისი ოსტატობის დაშვება, განხორციელდეს   ოსტატობ(ებ)ით  ან  ოსტატობის დაშვებ(ებ)ით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების უფლების მინიჭება ან/და მოხდეს პუნქტზე დაშვების გაცემა ან მისი მოქმედების განახლება. პუნქტზე  მომზადება შედგება შემდეგი ფაზებისაგან:

ბ.ა)  გარდამავალი სწავლების ფაზა, რომელიც დაგეგმილია პირველადად სამეთვალყურეო პუნქტისათვის მორგებული სამუშაო პროცედურების შესასწავლად და კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული ასპექტების გასაგებად;

ბ.ბ)  მუშაობისწინა სწავლების ფაზა - რომლის მიზანია სამუშაო პოზიციაზე დაშვებისთვის, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ და მჭიდრო საჰაერო ვითარებასთან გამკლავებას, გააუმჯობესოს ოსტატობის მისაღებად ადრე შეძენილი  სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ–ჩვევები, რუტინა და მოამზადოს რეალურ სამუშაო სიტუაციაში მათ გამოსაყენებლად.

ბ.გ)  სამუშაო ადგილზე სწავლების ფაზა– სამუშაო პოზიციაზე სწავლების საბოლოო ეტაპი, რომლის განმავლობაში ხდება მანამდე შეძენილი  სამუშაოსთან დაკავშირებული უნარ–ჩვევებისა და რუტინის პრაქტიკული გამოყენება სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ, რეალურ სამუშაო სიტუაციაში.

გ) კვალიფიკაციის შენარჩუნების სწავლება, რომლის საფუძველზე  ხდება მოწმობით გათვალისწინებული დაშვებების მოქმედების ვადის შენარჩუნება,  რომელიც მოიცავს:

გ.ა) განმეორებითი სწავლებას;

გ.ბ) გადამზადებას (საჭიროების შემთხვევაში).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სწავლების სახეობების გარდა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ შეიძლება გაიაროს შემდეგი სწავლება:

ა) პრაქტიკული ინსტრუქტორის სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა სამუშაო ადგილზე სწავლების ინსტრუქტორის (OJTI) ან სინთეზური საწვრთნელი მოწყობილობის ინსტრუქტორის (STDI) დაშვება ან ხდება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება;

ბ) შემფასებლის სწავლება, რომლის შედეგად გაიცემა შემფასებლის დაშვება ან ხდება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება ან განახლება.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სწავლების სახეობებისათვის შესაბამის სასწავლო გეგმებსა და სასწავლო კურსებს ადგენს სასწავლო დაწესებულება და ითანხმებს სააგენტო ამ წესის შესაბამისა