1. სასწავლო დაწესებულებამ უნდა შეიმუშაოს და  დანერგოს მართვის  სისტემა, რომელშიც:

ა)   განსაზღვრულია უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები სასწავლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად;

ბ) განსაზღვრულია სდ-ს პოლიტიკა, რომელიც ხელმოწერილია პასუხისმგებელი ხელმძღვანელის მიერ, სადაც აღწერილია უსაფრთხოების მიმართ სასწავლო დაწესებულების ხედვა და პრინციპები;

გ) განსაზღვრულია სასწავლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირების პროცესი, მათი შეფასების და მათთან დაკავშირებული რისკების მართვის მეთოდები. ასევე,  რისკის შემცირებისაკენ მიმართული ქმედებების და მათი ეფექტურობის შემოწმების ჩათვლით;

დ) აღწერილია  პროცესი, რომელიც  პერსონალს უზრუნველყოფს შესაბამისი სწავლებით და სათანადო კვალიფიკაციით, ზემოაღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად საწარმო შეიმუშავებს კადრების შერჩევის და პერსონალის სწავლების პოლიტიკას.

ე) აღწერილია პროცესი, რომლითაც უზრუნველყოფილია პერსონალის ინფორმირებულობა საკუთარი მოვალეობების შესახებ და დადგენილია  აღნიშნულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანის პროცედურა;

ვ) განსაზღვრულია ორგანიზაციის  მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობის ფუნქცია. შესაბამისობაზე ზედამხედველობა მოიცავს  პასუხისმგებელი ხელმძღვანელის წინაშე ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშგების სისტემას, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ქმედებების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად;

ზ) გათვალისწინებულია მართვის ისეთი სისტემა, რომელიც  ორგანიზაციის და მისი საქმიანობის პროპორციულია, აღნიშნული საქმიანობისათვის დამახასიათებელი საფრთხის ფაქტორების და მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

2. სასწავლო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს მართვის სისტემის პროცესების დოკუმენტირება და მისი ასახვა მართვის სისტემის სახელმძღვანელოში.

3. სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა/უსაფრთხოების მართვის სისტემა დასაშვებია იყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მართვის სისტემის /უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ  სდ-ის საქმიანობის სფერო და პირობები მკაფიოდ იქნება გათვალისწინებული სააერნაოსნო მომსახურების მართვის სისტემაში/უსაფრთხოების მართვის სისტემაში.

4. სასწავლო დაწესებულების მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ამ წესის მე-10 დანართში მოცემულ საკითხებს