1. განაცხადის და თანდართული საბუთების განხილვის შემდგომ, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ახორციელებს სასწავლო დაწესებულების ადგილზე შემოწმებას.

2. სააგენტო, საკონტროლო ბარათის საშუალებით ადგილზე შემოწმებისას, ახორციელებს სასწავლო დაწესებულების მიერ  ამ წესით დადგენილ ზოგად და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

3. ადგილზე შემოწმების შემდგომ, დგება შემოწმების ოქმი განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობის სერტიფიცირების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც  შეიცავს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

4. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში,  ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს სასწავლო დაწესებულებას კონკრეტულ ნაკლოვანებაზე და უწესებს მას გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად.

6. ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ, სასწავლო დაწესებულების წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტო ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმშ