1. ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის შესაბამისად, დადებითი დასკვნის  შემთხვევაში სააგენტო სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას.

2. შემოწმების მიზანია დადგინდეს, რომ:

ა) განმცხადებელს, კომპეტენციის ფარგლებში, გააჩნია სალოცმანო მომსახურებასთან დაკავშირებული მოქმედი ნორმატიული აქტები, აგრეთვე, სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელოები, რომლებიც ხელმისაწვდომია თანამშრომლებისათვის;

ბ) განმცხადებლის საქმის წარმოება, რომელიც ეხება სალოცმანო მომსახურების, ტექნიკური საშუალებების მომსახურების,  ლოცმანთა სამუშაო გრაფიკი, აგრეთვე სალოცმანო უზრუნველყოფის ამსახველ სხვა საბუთებში სავალდებულო ჩანაწერებს და ამ ჩანაწერების სიზუსტეს, დროულობას, სისტემატურობას, ეფექტიანობას და სისრულეს, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე და დაცვით;

გ) განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობა (ტექნიკური საშუალებები, აღჭურვილობა, სამუშაო ადგილების აღჭურვა, ლოცმანების საკმარისი რაოდენობის არსებობა და მათი კვალიფიკაცია, ძირითადი საშუალებების ფლობა და მათი ექსპლუატაციის უფლება და სხვა) შეესაბამება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბუთების მონაცემებს და ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება აქტში (დანართი №5).

4. ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათალისწინებული აქტი შეიცავს აგრეთვე დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზის არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზი უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს სალოცმანო მომსახურებაზე და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.

5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, აქტში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა იქნა მიღებული.

6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია.

7. სააგენტო, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს აქტშ