1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:
ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი არღვევს რეზოლუციის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ” 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საზღვაო ინციდენტი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
გ) წლიური კომპლექსური ან არაგეგმური შემოწმების უარყოფითი დასკვნის (შეფასების) შემთხვევაში.
2. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სალოცმანო სამსახურს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზები და საფუძველი.
3. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადით იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზი.
4. თუ სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადგენილ ვადაში სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომ აღმოფხვრილია სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზები, მას შეუძლია განაახლოს საქმიანობა სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო ვალდებულია წერილობითი პასუხი აცნობოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენის დღიდან.
5. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, მათ შორის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.
ბ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი პირის ლიკვიდაცია;
გ) სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის მფლობელი პირის მოთხოვნა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება სალოცმანო სამსახურის განცხადების საფუძველზე ან ამ რეგლამენტის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობისა და კოტროლისას გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას. სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაზე შეზღუდვა უნდა აისახოს სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატში ამ რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესი