1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა სააგენტოში ხორციელდება იმ მიზნით, რათა დადგინდეს აკმაყოფილებს თუ არა განცხადება, თანდართული საბუთები და შემცველი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ რეგლამენტითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით წარმოადგინოს მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი სათანადო დოკუმენტ(ებ)ი ან ინფორმაცია.
3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას სააგენტო ადგენს აქტის სახით (დანართი №4