1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ განცხადება წარმოდგენილია წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევით, სააგენტო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სათანადო დოკუმენტის წარმოსადგენად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების შემცველი ინფორმაციის ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების სათანადო წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად/არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.
4. განცხადებისა და თანდართული საბუთების შეფასებაზე ფორმდება დასკვნა.
5. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივ შემოწმებას.
6. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
7. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაშ