1. სააგენტო უფლებამოსილია სხვა ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან ერთად შეიმუშაოს სამედიცინო შეფასების პროტოკოლი, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიის, მედიკამენტის ან პროცედურის იდენტიფიცირებისას, ისეთი პირი შეაფასოს ვარგისად, რომელიც არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
2. სამედიცინო შეფასების პროტოკოლის საფუძველზე, ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ გასცეს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი.
3. სამედიცინო შეფასების პროტოკოლი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) რისკის შეფასებას;
ბ) სახელმძღვანელო მასალების განხილვასა და შეფასებას იმის დასასაბუთებლად, რომ პროტოკოლის საფუძველზე ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა საფრთხეს არ შეუქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას;
გ) ავიასპეციალისტების შერჩევის დეტალურ კრიტერიუმებს;
დ) ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატში მითითებულ შეზღუდვებს;
ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურებს;
ვ) სამედიცინო შეფასების პროტოკოლის მოქმედების ვადას.
4. სამედიცინო შეფასების პროტოკოლის საფუძველზე გაცემული სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა მხოლოდ პროტოკოლში მონაწილე წევრ-ქვეყნებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე.
შენიშვნა: ამ მუხლით დადგენილი დებულებები ვრცელდება მხოლოდ პილოტებზე.
თავი III
ავიასამედიცინო ცენტ