1. სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, განმცხადებელს მიეცემა სერტიფიკატი.
3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს.
4. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
5. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №2 დანართი