1. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის მისაღებად განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებულ ფორმას.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ორგანიზაციული სტრუქტურა პასუხისმგებელი პირების მითითებით;

ბ) სამედიცინო საქმიანობის სფეროში შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ლიცენზია ან/და ნებართვა) (დედანი და ასლი);

გ) დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს განმცხადებელი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, კერძოდ:

გ.ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს;

გ.ბ) სერტიფიცირებული ავიასამედიცინო ექსპერტების, სამედიცინო პერსონალისა და დამხმარე სპეციალისტ-კონსულტანტების ჩამონათვალი;

გ.გ) პერსონალის სწავლების ჩანაწერები;

გ.დ) სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

დ) პროცედურა, რომელიც აღწერს, თუ როგორ მართავს და ატყობინებს ავიასამედიცინო ცენტრი სააგენტოს იმ ცვლილებებს, რომელიც არ საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას;

ე) დეტალური ინფორმაცია კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოკვლევებისა და სამედიცინო შემოწმებების ჩატარებას;

ვ)  შესაბამისობის მონიტორინგის სისტემის სახელმძღვანელოს სპეციალური კითხვარი, შევსებული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ზ) სამედიცინო და ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, დამხმარე კლინიკური ბაზების ჩათვლით;

თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის შესაბამისად, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით