1. ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ სერტიფიკატის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის კვალიფიკაციის შენარჩუნებას;
გ) ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ავიასამედიცინო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების სათანადო დონეზე შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას.
2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესახებ.
3. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ წესით დადგენილი ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენა, სააგენტო პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.
4. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე პირი სააგენტოში წარმოადგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შეზღუდვის მიზეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებების აღმოფხვრაში.
5. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ავიასამედიცინო ცენტრის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატშ