1. ავიასამედიცინო ცენტრი უფლებამოსილია, ხელშეკრულების საფუძველზე, ავიასამედიცინო სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარების უფლებამოსილება გადასცეს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სხვა ავიასამედიცინო ცენტრს ან სამედიცინო დაწესებულებას.
2. კონტრაქტორი ვალდებულია:
ა) სამუშაოები შეასრულოს ავიასამედიცინო ცენტრის სერტიფიკატის პირობების შესაბამისად;
ბ) დაუშვას სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი კვლევების ჩატარების პროცესში.
3. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კონტრაქტორ ორგანიზაციაში შემოწმების მიზნით შესვლას უზრუნველყოფს ავიასამედიცინო ცენტრი.
4. კონტრაქტორ ორგანიზაციაში, ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზი უნდა დაუდგინდეს ავიასამედიცინო ცენტრს.
თავი IV
ავიასამედიცინო ექსპერ