1. ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ სერტიფიკატის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ პირობებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

2. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესახებ. თუ შეზღუდვის დაწესების საფუძველს წარმოადგენს ამ წესით დადგენილი ნაკლოვანებ(ებ)ის გამოვლენა, სააგენტო პირს განუსაზღვრავს  გონივრულ ვადას ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.

3. შეზღუდვის მოხსნის თაობაზე პირი სააგენტოში წარმოადგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შეზღუდვის მიზეზ(ებ)ის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვ(ებ)ის გაუქმების თაობაზე, თუ დარწმუნდება ნაკლოვანებ(ებ)ის აღმოფხვრაში.

4. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ შეზღუდვის მიზეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააგენტოს  შეაქვს შესაბამისი ცვლილებები სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში 3 (სამი) დღის ვადაშ