1. ავიასამედიცინო ექსპერტი სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სააგენტოში წარადგენს განცხადებას ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. განმცხადებელმა, განცხადებას, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, დამატებით უნდა დაურთოს შემდეგი საბუთები:

ა) საავიაციო მედიცინაში ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში განმეორებითი სწავლების გავლის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) წლის განმავლობაში, პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის არანაკლებ 10 გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის/მაძიებლის არანაკლებ 2 გამოკვლევის ჩატარების დამადასტურებელი საბუთი.

3. განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შეტანილ უნდა იქნეს სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) თვით ადრე.

4. სერტიფიკატს, მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ნომერი არ ეცვლება.

5. სერტიფიკატი ძალადაკარგულად ითვლება მოქმედების ვადის გასვლისთანავე, თუ სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოში არ წარადგინა განცხადება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზ