1. სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანა ნიშნავს მოქმედი სერტიფიკატის დანართის სააგენტოსათვის უკან დაბრუნებას და ახალი სერტიფიკატის დანართის გაცემას.
2. იმ პირობების შეცვლისას, რომლის მიხედვითაც გაცემული იყო სერტიფიკატი, ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული განცხადება სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შესატანად. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სერტიფიკატში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი და დაერთოს ამ მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
3. წარმოდგენილი განცხადების განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) თვეს.
4. სააგენტო სერტიფიკატის ახალ დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
5. სერტიფიკატის ძველი დანართი 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება სააგენტო