1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა, მისი მოქმედების ვადა გაგრძელდება ან განახლდება მხოლოდ აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ვარგისად ცნობილ ავიასპეციალისტზე.

2. ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ვალდებულია გასცეს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატი, გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, განაახლოს სერტიფიკატი იმ შემთხვევევაში, თუ ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლებისათვის საჭირო გამოკვლევების/კვლევების შედეგების საფუძველზე, განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

3. ავიასამედიცინო ცენტრს, ავიასამედიცინო ექსპერტს ან სააგენტოს  (გადამისამართების/განმეორებით გაცემის შემთხვევაში), სამედიცინო სერტიფიკატის გაცემამდე, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებამდე ან სერტიფიკატის განახლებამდე, შეუძლია, სამედიცინო ჩვენების საფუძველზე, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

4. განმცხადებელი ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მიღების, მისი მოქმედების ვადის გაგრძელების და სერტიფიკატის განახლების მიზნით, ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს მიმართავს ამ წესის №5 დანართით გათვალისწინებული ფორმის განცხადები