1. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და სერტიფიკატის განახლებაზე უფლებამოსილი პირები არიან ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი და სააგენტო, ამ წესით დადგენილი გადამისამართების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემის შემთხვევაში.

2. ავიასამედიცინო ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

3. ავიასამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება;

გ) ავიასპეციალისტის პირველი და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება.

4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება ამ წესით დადგენილი გადამისამართების შემთხვევაში,ბ) ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება და სერტიფიკატის განახლება ამ წესით დადგენილი გადამისამართების შემთხვევაში;

გ) ავიასპეციალისტის პირველი, მეორე და მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის და ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის განმეორებით გაცემ