1. ავიასპეციალისტის მოწმობების მოქმედების ვადაა:
ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის, კომერციული პილოტის, აერნაოსნის, ბორტინჟინრის (ბორტმექანიკოსის) – 1 წელი;
ბ) ბორტრადისტის, ბორტგამყოლის, სატვირთო სხ-ის ბორტოპერატორის –2 წელი;
გ) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის, სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის – 5 წელი;
დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, ავიადისპეტჩერის – 4 წელი;
2. ავიასპეციალისტის მოწმობების მოქმედების, ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული ვადები იზღუდება:
ა) 6 თვემდე – კომერციულ ფრენებზე დაკავებული, 60 წლის ასაკს გადასული ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტისა და კომერციული პილოტის მოწმობებისა;
ბ) 2 წლამდე – 40 წლის ასაკს გადასული მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტისა და სმ მეთვალყურის მოწმობებისა.
3. 60 წლის ასაკს გადასული პილოტი:
ა) 60 წლის ასაკს გადასული პილოტი კომერციულ ფრენებზე დაიშვება მეორე პილოტის რანგში, იმ პირობით, თუ ეკიპაჟში ის არის ერთადერთი პილოტი, რომელმაც 60 წლის ასაკს მიაღწია;
ბ) სააგენტო უფლებამოსილია 60 წლის ასაკს გადასულ საჰაერო ხომალდის პილოტ-ინსტრუქტორს, ავიაკომპანიის თხოვნის საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გაუგრძელოს საერთაშორისო კომერციულ ფრენებზე დაშვების უფლება საჰაერო ხომალდის მეთაურის რანგში არა უმეტეს 2 წლით.
გ) 65 წლის ასაკს გადასული, ნებისმიერი სახეობის საჰაერო ხომალდის ნებისმიერი პილოტი, საერთაშორისო კომერციულ ფრენებზე არ დაიშვება.
5. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ავიასპეციალისტი სააგენტოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადებას (დანართი №1); შუამდგომლობას (დანართი №2) საჭიროების შემთხვევაში;
ბ) სამედიცინო სერტიფიკატს (საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის და ავიადისპეტჩერის გარდა);
გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგებს (დანართი №3).
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საბუთს:
დ.ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურესათვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით მე-4 დონის დამადასტურებელი საბუთი;
დ.ბ) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი და (ბორტინჟინრის გარდა) შესაბამისი საერთაშორისო სანავიგაციო კრებულით სარგებლობის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
დ.გ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისათვის – შესაბამისი საერთაშორისო სანავიგაციო კრებულით სარგებლობის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი და სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი საბუთი.
6. უცხოეთში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელმა, მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება (დანართი №1);
ბ) სამედიცინო სერტიფიკატი (საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის და ავიადისპეტჩერის გარდა);
გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები (დანართი №3);
დ) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები;
ე) საწაფზე წვრთნის შედეგები;
ვ) საფრენოსნო წიგნაკი;
ზ) ამ პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები შეიძლება იყოს იმ ქვეყანაში მიღებული ფორმით, სადაც ავიასპეციალისტი მუშაობს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების შენახვის ვადები განისაზღვრება ამ წესების დანართი №11-ით