1. ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, რათა მოწმობის მფლობელმა, მოწმობით და ოსტატობის აღნიშვნით გათვალისწინებული უფლებები განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი ცოდნა, გამოცდილება და ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
2. ავიასპეციალისტის მოწმობის მიღების მსურველი სააგენტოს მიმართავს განცხადებით (დანართი №1), რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:
ა) ავიასპეციალისტის კონკრეტული სახეობის მოწმობის გაცემის შუამდგომლობა (დანართი №2) საჭიროების შემთხვევაში;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებულ ან აღიარებულ (უცხო ქვეყნის სდ-ის შემთხვევაში) სდ-ში ავიასპეციალისტის პირველადი მომზადების გავლის საბუთი;
გ) სამედიცინო სერტიფიკატი (ამ წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით აღნიშნული ავიასპეციალისტების გარდა);
დ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები დანართი №3-ის შესაბამისად;
ე) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები ამ წესების დანართი №4 და №5 შესაბამისად;
ვ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი:
ვ.ა) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურესთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით მე-4 დონის დამადასტურებელი საბუთი;
ვ.ბ) საერთაშორისო რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისთვის – არანაკლებ იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით მე-4 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი და (ბორტინჟინრის გარდა) შესაბამისი საერთაშორისო სანავიგაციო კრებულით სარგებლობის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი;
ვ.გ) შიდა რეისებზე დაკავებული საფრენოსნო ეკიპაჟის წევრისთვის – შესაბამისი საერთაშორისო სანავიგაციო კრებულით სარგებლობის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი და სარადიოტელეფონო კავშირის წარმართვის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საბუთები.
3. თეორიული საგნების ჩაბარების შემდეგ განმცხადებელს, აუცილებლობისას, ენიშნება ინსტრუქტორი, რომელიც კანდიდატის პრაქტიკულ მომზადებაზე აკეთებს დასკვნას, ამ წესების დანართი №4-ით დადგენილი ფორმით.
4. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობა, რომლის მონაცემები შეიტანება ავიასპეციალისტების მოწმობების უწყებრივ რეესტრში.
5. ავიასპეციალისტის მოწმობას (გაცემას და მასში შეტანილ ნებისმიერ ჩანაწერს) ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
6. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.
7. ავიასპეციალისტის მოწმობა გამოიცვლება:
ა) მისი დაკარგვისას;
ბ) მოწმობის დაზიანებისას;
გ) ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირის გადაწყვეტილებით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების შენახვის ვადები განისაზღვრება ამ წესების დანართი №11-ით
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.07.2025
მუხლი 8. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის (გამოცვლის) წესი
თავი II — ავიასპეციალისტის მოწმობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 29. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება, განახლება
- მუხლი 31. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება. სერტიფიკატის გაუქმება
- მუხლი 28. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების განაცხადი
- მუხლი 27. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემაზე, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და სერტიფიკატის განახლებაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 26. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის კატეგორიები
- მუხლი 5. 1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 25-ე მუ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. წესებში გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 3. ზოგადი დებულებები
- მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო
- მუხლი 5. თეორიული გამოცდები
- მუხლი 6. საფრენოსნო დროის აღრიცხვა
- მუხლი 7. მოწმობის სტრუქტურა და შევსების წესი
- მუხლი 9. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადა და მისი გაგრძელების წესები
- მუხლი 10. ავიასპეციალისტის სამუშაოდ დაშვება
- მუხლი 11. სახელსაწყო ფრენის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) უფლების მიმნიჭებელი ოსტატობის აღნიშვნა
- მუხლი 12. პილოტ-ინსტრუქტორისა და უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, ვსხ) ოსტატობის აღნიშვნები
- მუხლი 13. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ოსტატობის აღნიშვნები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №150, 30.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1733571/muxli-8/