1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექპერტის მიერ გაცემული იყო სამედიცინო სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი კლასის სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მოთხოვნებს.
2. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე სრულად არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
3. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.
4. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ.
5. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ სრულად არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;
ბ) ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექპერტის მიერ გაცემული იყო სამედიცინო სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამისი კლასის სერტიფიკატის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მოთხოვნებს;
გ) სერტიფიკატის მფლობელმა სერტიფიკატი მოიპოვა ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით
6. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, მის მფლობელს 7 (შვიდი) დღის ვადაში წერილობით ეცნობება სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
7. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაუქმებისას სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადასცეს სერტიფიკატი სააგენტოს.
8. ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებისას სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადასცეს სერტიფიკატი სააგენტო