1. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის შეჩერებასთან და გაუქმებასთან ან შესაბამისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მოწმობის შეჩერების საფუძველი ან პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. მოწმობის გაუქმების შემთხვევაში პირმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს.
3. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედების ვადა შესაძლებელია შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს – 90 დღით.
4. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველ