1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის/შეუძლია საფრთხე შეუმნას ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას;
ბ) სერტიფიკატის მფლობელი სისტემატურად არღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება ექსპლუატანტს. გადაწყვეტილებაში კონკრეტულად და დეტალურად უნდა იყოს მითითებული დარღვევ(ებ)ის სახე და ამ დარღვევ(ებ)ის გავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე და/ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე.
3. სერტიფიკატი შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება დარღვევა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა.
4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, რაც ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის შეჩერების სამთვიანი ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7. სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება ამ წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული მუდმივი ზედამხედველობით და კონტროლით გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზ