1. სერტიფიკატის მფლობელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზები. განცხადებას უნდა ერთვდეს სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.

2. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს, თუ:

ა) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის მფლობელის ან ექსპლუატანტის დასახელება;

ბ) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ან გამოყენების ის პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი;

გ) შეიცვალა აეროდრომის/ვერტოდრომის დასახელება;

დ) სერტიფიკატის მფლობელი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საფუძველზე, ითხოვს სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას.

3. სააგენტო, განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას იხილავს 30 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გამოცვლის ან გამოცვლაზე უარის თქმის შესახებ.

4.  სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტო