1. აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გადაცემა ხორციელდება სერტიფიკატის მფლობელის შეცვლისას ამ წესის მე-5 – მე-10 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. განცხადების განხილვისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელი, სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვით, უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციას და მის ტექნიკურ მომსახურებას. ამასთან:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საშუალებები, მოწყობილობები და სამსახურები არსებით ცვლილებებს არ განიცდის;
ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ძირითადი სპეციალისტები რჩებიან თავის სამუშაო ადგილზე ან იცვლებიან ეკვივალენტური ცოდნის და გამოცდილების მქონე სხვა სპეციალისტებით;
გ) მართვის სისტემები უნდა ფუნქციონირებდეს იმავე ეფექტურობით;
დ) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში“ აღნიშნული პროცედურები რჩება უცვლელი ან იცვლება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვა ეკვივალენტური პროცედურებით.
3. სააგენტო სერტიფიკატის გადაცემაზე ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 60 დღის ვადაში.
4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტო