1. სააგენტოს განსახილველად წარედგინება სერტიფიკატის მისაღები განცხადება (შემდგომში – განცხადება), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №2 დანართის   მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) განმცხადებლის წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის „საკონტროლო წერტილის“ და გეოგრაფიული კოორდინატების ამსახველი საბუთი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – სახელმძღვანელო), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართის №1-ს და მასში მოცემული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ მოთხოვნებს;

დ) აეროდრომის/ვერტოდრომის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) ამ წესის 33-ე მუხლით განსაზღვრული, ადგილობრივი საფრთხეების გათვალისწინებით, ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული ადგილობრივი რისკის შეფასების შედეგები;

ვ)  საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ნუსხა;

ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებულ „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის“ მოთხოვნებს;

თ) აეროდრომის/ვერტოდრომის იმ პერსონალის და პასუხისმგებელი პირების (ხელმძღვანელი პირების) კვალიფიკაციის და გამოცდილების დამადასტურებელი საბუთები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართის მოთხოვნებს, ასევე, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

ი) ხელშეკრულება/შეთანხმება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (ასეთის არსებობისას), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

კ) ხელშეკრულება/შეთანხმება, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან, რომელიც სერტიფიცირებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად და ახორციელებს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას ან/და საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას;

ლ) ხელშეკრულებები/შეთანხმებები, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ იმ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ ამ აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტისაგან დამოუკიდებლად (საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების საწარმო, ავიასაწვავგამმართველი საწარმო, საავიაციო ტექნიკური მომსახურების ბაზა, ელექტრომომარაგების და ა.შ.), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

მ) ხელშეკრულება/შეთანხმება იმ საწარმოსთან/ორგანიზაციასთან, რომელიც აეროდრომზე/ვერტოდრომზე განახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით განსაზღვრულ რომელიმე ფუნქციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც მკაფიოდ იქნება გამიჯნული მხარეთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული, საკარანტინო მომსახურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ითვალისწინებს მომსახურების აღნიშნული სახეების განხორციელებას სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა სავალდებულოა საერთაშორისო ფრენის მომსახურე აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საწარმოს/ორგანიზაციის აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ად არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებები არ მოითხოვება და ეს საწარმო ექვემდებარება სერტიფიცირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ფუნქციაზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ამ ფუნქციის გამართულ და მოწესრიგებულ შესრულებაზე, პასუხისმგებელია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტ