1. სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სახმელეთო აეროდრომების და ვერტოდრომების სერტიფიცირება, საფრენი მოედნების რეგისტრაცია და აღრიცხვა, მათი უსაფრთხო ფუნქციონირების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. წესით განსაზღვრულია:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების წესი და პირობები, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, სერტიფიკატის უკან დაბრუნების, შეჩერების, განახლების, შეზღუდვის, გაუქმების, გადაცემის და სერტიფიკატის გამოცვლის პირობები;
ბ) საფრენი მოედნების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მოთხოვნები, რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები;
გ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის, საფრენი მოედნის ექსპლუატანტისა და სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გამცემი ორგანოს უფლებამოსილება.
3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:
ა) აეროდრომი გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა სრულდება იმ თვითმფრინავით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 2370 კილოგრამს;
ბ) აეროდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;
გ) სერტიფიცირებას მოითხოვს აეროდრომის ექსპლუატანტი.
5. სამოქალაქო ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ:
ა) ვერტოდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა;
ბ) სერტიფიცირებას მოითხოვს ვერტოდრომის ექსპლუატანტი.
6. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ აეროდრომის/ვერტოდრომის მოქმედ სერტიფიკატს.
7. დაუშვებელია საფრენი მოედნის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს ამ წესის შესაბამისად გაცემულ საფრენი მოედნის მოქმედ რეგისტრაციის მოწმობას.
8. აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატის გადაცემას, სერტიფიკატის შეცვლას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს, ასევე საფრენი მოედნების რეგისტრაციას, ამ წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) და აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი (სერტიფიკატის სტატუსი, გარდა სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმისა) აისახება საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში დადგენილი წესის შესაბამისად.
9. იმ პირობების შეცვლისას, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, ახალი პირობებით აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციამდე, სააგენტოში წარადგინოს ამ წესით გათვალისწინებული განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე.
10. აეროდრომის/ვერტოდრომის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებისას, სააგენტო ადგენს ფრენების უსაფრთხოდ შესრულების, მოქმედი საავიაციო წესებისა და ნორმების დაცვის მდგომარეობასთან შესაბამისობას.
11. სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის, ასევე საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.
12. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება/ფუნქციების განხორციელება შესაბამისი უწყებების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. სერტიფიცირებულ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ლიტერული და სპეციალური რეისების მომსახურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. სერტიფიცირებული აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება და გაუქმება ხორციელდება იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭება კი ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
15. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე, მისგან დამოუკიდებლად მოქმედ პირებთან – ავიასაწარმოებთან (სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურე სამსახურები, საწვავგასამართი საწარმო, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო და სხვა), რომლებიც დაკავშირებულნი არიან აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და შეუფერხებლად ფუნქციონირებასთან, აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას/შეთანხმებას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა პასუხისმგებლობები, ურთიერთკოორდინაციის საკითხები, ასევე, აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო და მოწესრიგებული ფუნქციონირებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხები.
16. სააგენტო, ამ წესით გაცემული აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად შესრულებაზე ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს არანაკლებ 24-თვიანი ციკლის მანძილზ