1. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების სისრულეს ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. სასერტიფიკაციო საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება, სანამ სრულად არ იქნება წარმოდგენილი ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი საბუთები.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების დეტალურ შეფასებას ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ახორციელებენ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. შეუსაბამობის შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

3. სააგენტოს მიერ განცხადების და თანდართული საბუთების დეტალური შეფასება ითვალისწინებს:

ა) „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ შეფასებას, იმისათვის, რათა სააგენტო დარწმუნდეს, რომ:

ა.ა) სახელმძღვანელო შეესაბამება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სახელმძღვანელოში მოცემული მონაცემები და პროცედურები შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ა.ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის მართვის სისტემა, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ განმცხადებელი სათანადოდ შეძლებს განახორციელოს აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტსა და საწარმოებთან/ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები/შეთანხმებები მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც უზრუნველყოფს აეროდრომის/ვერტოდრომის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთები ან ინფორმაცია არასრულად ან არაზუსტად ასახავს წარმოდგენილი საბუთების და მათი შინაარსის შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს დამატებითი საბუთი ან წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

5. განცხადების თანდართული საბუთებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შეფასებაზე ფორმდება დასკვნა, რაც ეცნობება განმცხადებელს. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გადადის სერტიფიცირების III ეტაპზ