1. სააგენტო, კომისიის დასკვნის საფუძველზე, იღებს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, რასაც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელს გადაეცემა სერტიფიკატი.
3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს.
4. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა, ისევე როგორც კომისიის უარყოფითი დასკვნა, დაფუძნებული უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე:
ა) აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური აღჭურვილობისა და საშუალებების, აგრეთვე საექსპლუატაციო პროცედურების შემოწმებისა და შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების დამაკმაყოფილებელ დონეს;
ბ) სახელმძღვანელოს ადგილზე შეფასებამ აჩვენა, რომ მასში არ არის დაცული ამ წესების დანართი №1-ით გათვალისწინებული მოთხოვნები;
გ) ფაქტორები (დეტალურად), რომლითაც დადგინდა, რომ განმცხადებელი ვერ შეძლებს სათანადო დონეზე უზრუნველყოს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურებ