1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №3 დანართით.

2. სერტიფიკატს აქვს ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის დღეს, შემდეგი ორი, გაცემის თვეს, დანარჩენი ორი – გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემის დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).

3. სერტიფიკატი უვადოა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აეროდრომის ექსპლუატანტის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს კონკრეტული მოქმედების ვადით.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ვადიანი სერტიფიკატი, თუ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების დადგენილი მოთხოვნებ