1. სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს (AIS) წარუდგენს სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის შესახებ ინფორმაციას დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სააგენტო, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში (AIS) წარადგენს ინფორმაციას აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების სტატუსის შესახებ, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად, შესაბამისი პროცედურების დაცვით.
3. სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის აღრიცხვის მიზნით, სააგენტო აწარმოებს შესაბამის რეესტრ