1. სერტიფიცირებული აეროდრომების, სერტიფიცირებული ვერტოდრომებისა და რეგისტრირებული საფრენი მოედნების რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომისა და საფრენი მოედნის სერტიფიცირების, რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს სააგენტო.

4. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომისა და სახელმწიფო ავიაციის ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 30.06.2023