1. აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან  დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად ექსპლუატანტი უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის დაკომპლექტებას საჭირო რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ამ წესის №4 დანართის შესაბამისად თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის შენარჩუნების/ამაღლების პროგრამის შემუშავებას და ახორციელებს მას. ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამა თანხმდება სააგენტოსთან.

3.  აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების პროგრამით გათვალისწინებული სწავლებები და შეფასება განახორციელოს შესაბამისი გამოცდილების და უნარების მქონე ინსტრუქტორ-მასწავლებლებმა და შემფასებელმა.

4. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკურ მომსახურებასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვის უზრუნველყოფის მიზნით ნიშნავს პასუხისმგებელ პირს, რომლის კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №4 დანართს