აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში, მის დამატებებსა და ცვლილებებში ან NOTAM-ში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ;
ბ) სააგენტოს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია წინასწარ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების დონის ცვლილების შესახებ, AIRAC სისტემით დადგენილი თარიღების გათვალისწინებით;
გ) სააგენტოს და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს წარუდგინოს ინფორმაცია სხვა ნებისმიერი პირობების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს/შეუძლია მოახდინოს აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და რომელთა მიმართ მიიღება სიფრთხილის დამატებითი ღონისძიებებ