1. სააგენტოს ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეუძლია აწარმოოს აეროდრომის/ვერტოდრომის შენობა-ნაგებობების, საშუალებების, დანადგარებისა და სამსახურების, საექსპლუატაციო პროცედურების საინსპექციო შემოწმება და გამოცდა, შეამოწმოს ექსპლუატანტის საბუთები და ჩანაწერები, ასევე – ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სისტემების შემოწმება.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი, სააგენტოს ფრენების უსაფრთხოების ინსპექტორებს, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აძლევს აეროდრომის კონტროლირებად და/ან დაცულ ზონებში შესვლის უფლებას, მათ შორის, აღჭურვილობის, ჩანაწერებისა და საბუთების, ასევე, ექსპლუატანტის პერსონალის კვალიფიკაციისა და მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული შემოწმების წესი და ფარგლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი