1. შემმოწმებელმა უნდა იცოდეს:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ჩიკაგოს კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა, აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მეთოდები, პროცედურები და პრინციპები.
2. შემმოწმებელს:
ა) უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი;
ბ) უნდა ესმოდეს კონტროლის ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროცესი