1. კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) უნივერსალურობა – საავიაციო საწარმოების, აგრეთვე მოიჯარეების კონტროლის სისტემის შემოწმება ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად;
ბ) გამჭვირვალობა – კონტროლის განხორციელების ელემენტები და წესები ეცნობება ყველა ავიასაწარმოს და აეროპორტის მოიჯარეს;
გ) დროულობა – შემოწმების შედეგები მზადდება და წარედგინება ამ წესითა და სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ პირებს დადგენილ ვადებში;
დ) ყოვლისმომცველი ხასიათი – შემოწმებამ სრულად უნდა მოიცვას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული სტანდარტების და სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნები;
ე) სისტემურობა, თანამიმდევრობა და ობიექტურობა – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ჩატარებულ შემოწმებებს ექნებათ სისტემური, თანამიმდევრული და ობიექტური ხასიათი. შემოწმების ფარგლების, სიღრმის და ხარისხის ერთგვაროვნება, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი ხარისხი მიღწეული იქნება შემმოწმებელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების გზით;
ვ) სამართლიანობა – შემოწმებები განხორციელდება იმ სახით, რომ ავიასაწარმოებს და მოიჯარეეებს ჰქონდეთ შემოწმების პროცესზე თვალის მიდევნების, შენიშვნების გამოთქმის და შემოწმებაზე რეაგირების მოხდენის საშუალება;
ზ) ხარისხი – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში შემოწმებებს განახორციელებენ სპეციალურად მომზადებული და სერტიფიცირებული შემმოწმებლები;
თ) კონფიდენციალურობა – შემოწმებისას მიღებული საიდუმლო ინფორმაცია დაცული იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კონტროლთან და ავიასაწარმოების შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (შემოწმებისწინა კითხვარი, აქტი შემოწმების შედეგების შესახებ, შემოწმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი ან მათი ასლი) დაცული იქნება ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 53. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის განხორციელების პრინციპები
თავი XII — სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 47. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხილვა და ანალიზი
- მუხლი 48. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება
- მუხლი 49. პასუხისმგებლობა
- მუხლი 50. კონტროლის მიზნები, ამოცანები და პრინციპები
- მუხლი 51. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის სისტემის ნორმატიული ბაზა
- მუხლი 52. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 54. უფლებამოსილი ორგანო
- მუხლი 55. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტები
- მუხლი 56. შემმოწმებლების დანიშვნა
- მუხლი 57. მოთხოვნები შემმოწმებლის კვალიფიკაციისადმი
- მუხლი 58. შემმოწმებლის პროფესიული მომზადება და სერტიფიცირება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 53, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-53/