1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხორციელების შემდეგ ან მისი განხორციელების საფრთხის შემთხვევაში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებებისა და პროცედურების ეფექტიანობის განსაზღვრისა და შესაბამისი კორექტივების შეტანის მიზნით, ადმინისტრაცია ორგანიზაციას უკეთებს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის გამოკვლევას და განხილვას. აღნიშნულ პროცესში შეიძლება ჩაებნენ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტები.
2. განხილვაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია აცნობოს ადმინისტრაციას თავისი როლის, წამოჭრილი პრობლემებისა და მიღწეული შედეგების, სხვა მონაწილეებთან ურთიერთმოქმედების, თანამშრომლობის ეფექტიანობის შესახებ და გამოთქვას მოსაზრება უშიშროების პროგრამაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე.
3. განხილვისა და ანალიზის შედეგები ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან ერთად ეცნობება ყველა მონაწილეს უშიშროების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.
4. ნაკლოვანებების აღმოფხვრის ნებისმიერი ღონისძიების შესახებ ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს IGAO-ს.
5. ანალიზის შემდეგ ადმინისტრაცია ატარებს საერთო განხილვას აეროპორტის და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ყველა თანამშრომლის, საავიაციო უშიშროების სააეროპორტო კომიტეტის წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
თავი XI
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება. პასუხისმგებლობ