1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს.
2. წესის მიზანია სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა განხორციელება. ამ მიზნით:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის სისტემის დადგენა;
ბ) კონტროლის ღონისძიებების შემსრულებელი სუბიექტების მოვალეობების განსაზღვრა;
გ) კონტროლის ღონისძიებების განხორციელების პრინციპების, პროცედურებისა და მეთოდების დადგენა;
დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის თანამიმდევრობის განსაზღვრა.
3. წესის ამოცანებია:
ა) სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების ხარისხის შემოწმება კონტროლის ღონისძიებების მეშვეობით;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების ეფექტიანობის შემოწმება და შეფასება;
გ) სახელმწიფო პროგრამის ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის შენარჩუნება