1. წესის შესრულებას ახორციელებს ადმინისტრაცია.
2. კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაცია უფლებამოსილია:
ა) დააწესოს სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ბ) განახორციელოს სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით წესის მოთხოვნათა შესრულება;
გ) შეიმუშაოს კონტროლის ღონისძიებების წლიური გეგმა;
დ) ჩაატაროს უშიშროების სფეროში სრულმასშტაბიანი და საინსპექციო შემოწმებები, უშიშროების მდგომარეობის მიმოხილვა, გამოცდები და გამოკვლევები;
ე) შეარჩიოს და დანიშნოს კონტროლის ღონისძიებების განმახორციელებელი შემმოწმებლები;
ვ) უზრუნველყოს კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისათვის კვალიფიცირებული შემმოწმებლების საჭირო რაოდენობა;
ზ) შეითანხმოს შემოწმების ობიექტების მიერ შემოწმების შედეგების მიხედვით შემუშავებული შეუსაბამობების აღმოფხვრის გეგმები და დააწესოს მისი შესრულების კონტროლი;
თ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის პროგრამა და განახორციელოს მისი შესრულების კონტროლი;
ი) მოამზადოს ანგარიშები წესის შესრულების თაობაზე