1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შეუსაბამობა – საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რომლებიც გამოვლინდა მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად;
ბ) უშიშროების მდგომარეობის მიმოხილვა – ავიასაწარმო(ები)ს ფუნქციონირების შეფასება მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესაძლო ჩადენის კუთხით და უსაფრთხოების ხარისხის შესაბამისი დაცვის ზომების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
დ) შემმოწმებელი – პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია საავიაციო უშიშროების სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისათვის;
ე) უშიშროების მდგომარეობის საინსპექციო შემოწმება – უშიშროების მოქმედი ზომების და პროცედურების ერთი ან რამდენიმე ასპექტის განხილვა მათი გამოყენების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით;
ვ) გამოკვლევა – მომხდარი ფაქტის მიმართ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი, მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენის, დასკვნების გამოტანის და საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ზ) საინსპექციო მიწერილობა – შემმოწმებლის (შესაბამისი უფლებამოსილების შემთხვევაში) ან ადმინისტრაციის წერილობითი დოკუმენტი კონტროლის ობიექტის მიმართ გამოვლენილი შეუსაბამობების დადგენილ ვადაში გამოსწორების თაობაზე;
თ) უშიშროების მდგომარეობის გამოცდა – მართლსაწინააღმდეგო ქმედობის მოდელირება, რომელიც ხორციელდება ფარულად, გამოცდის განხორციელების მოცემულ ადგილზე და მოცემულ დროში გამოყენებული უშიშროების უზრუნველყოფის ზომების და პროცედურების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მნიშვნელობა
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 52. ტერმინები და განმარტებები
თავი XII — სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღებისას საპასუხო მოქმედებების კორექტირება
- მუხლი 47. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხილვა და ანალიზი
- მუხლი 48. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება
- მუხლი 49. პასუხისმგებლობა
- მუხლი 50. კონტროლის მიზნები, ამოცანები და პრინციპები
- მუხლი 51. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის სისტემის ნორმატიული ბაზა
- მუხლი 53. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის განხორციელების პრინციპები
- მუხლი 54. უფლებამოსილი ორგანო
- მუხლი 55. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტები
- მუხლი 56. შემმოწმებლების დანიშვნა
- მუხლი 57. მოთხოვნები შემმოწმებლის კვალიფიკაციისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 52, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-52/