1. წესით გათვალისწინებულ კონტროლს ექვემდებარებიან შემდეგი ობიექტები:
ა) საქართველოს აეროპორტები და მათი ექსპლუატანტები, აგრეთვე უცხო სახელმწიფოების სამოქალაქო აეროპორტები და აეროპორტების ექსპლუატანტები, საიდანაც/სადაც სრულდება/უნდა შესრულდეს საჰაერო რეისები საქართველოში/საქართველოდან შესაბამისი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების წინასწარი თანხმობით;
ბ) საჰაერო ხომალდების ეროვნული და უცხოელი ექსპლუატანტები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს აეროპორტებში;
გ) სხვა საავიაციო საწარმოები/აგენტები, მოიჯარეები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტზე.
2. კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატანტები (შემდეგში – ობიექტები) ვალდებული არიან:
ა) არ შეუშალონ ხელი შემმოწმებლებს პროგრამით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებაში;
ბ) მიაწოდონ შემმოწმებლებს მათი კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც ეხება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფას;
გ) შემმოწმებლებს არ მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია;
დ) კონტროლის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით შეიმუშაონ შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებათა გეგმა და წარუდგინონ ადმინისტრაციას შესათანხმებლად;
ე) შეუსაბამობების აღმოფხვრის გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები შეასრულონ სრულად და მითითებულ ვადებში;
ვ) ობიექტის მხრიდან კონტროლის ვადაზე ადრე ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შემმოწმებელის (შემმოწმებლების) მივლინებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება