სამსახურებრივი მოვალეობების შესარულებისას შემმოწმებელს უფლება აქვს:
ა) შევიდეს აეროპორტში მყოფი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის (რეგისტრაციის სახელმწიფოს მიუხედავად) ბორტზე ფრენების გეგმის დაურღვევლად;
ბ) შევიდეს აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ზონასა და ობიექტში;
გ) შევიდეს აეროპორტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავიასაწარმოს კუთვნილ ნებისმიერ ობიექტში, რომელსაც ავიასაწარმო იყენებს აეროპორტის ტერიტორიაზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად;
დ) შეამოწმოს აეროპორტის ტერიტორიაზე ან ავიასაწარმოს ობიექტებზე აღმოჩენილი ნებისმიერი საგანი, რომელიც ეჭვს იწვევს საავიაციო უშიშროების კუთხით;
ე) ავიასაწარმოებისაგან და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კონტროლის ღონისძიებებთან და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტები, მონაცემები და მასალები;
ვ) შეაყოვნოს საჰაერო ხომალდის გაფრენა, თუ აქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ეს საჰაერო ხომალდი ან შესასრულებელი საჰაერო რეისი შეიცავს საფრთხეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით;
ზ) ობიექტის ნებისმიერ თანამშრომელს მოსთხოვოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ცნობები და ინფორმაცია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უშიშროების ზომებისა და პროცედურების შეფასებაში;
თ) დააფიქსიროს წერილობით, ამასთანავე ფოტო, აუდიო და ვიდეოტექნიკის საშუალებით ნებისმიერი ზონები, პროცესები, პროცედურები ან ობიექტები, რომლებიც დაქვემდებარებული არიან კონტროლის ღონისძიებებს;
ი) მიიღოს მონაწილეობა ტექნიკური რეისების შესრულებაში, ახლად გახსნილი საჰაერო ხაზების, აეროდრომების და საჰაერო ხომალდის დაფრენის მომსახურე ტექნიკური საშუალებების შემოწმებაში;
კ) დადგენილი წესით ჩაებას საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების შემადგენლობებში საერთაშორისო და შიდა ხაზებზე განხორციელებულ ფრენებში შემმოწმებლის სახით