ავიასაწარმოში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში შემოწმების ჩატარების დაგეგმვის მიზანია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში შემოწმების პროცესის ეტაპების თანამიმდევრული გადმოცემა. შემმოწმებელი შეიმუშავებს შემოწმების ჩატარების გეგმას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) შემოწმების ჩატარების ვადებს;
ბ) შემოწმების მიზნებს;
გ) შემოწმების შედეგების დასკვნითი განხილვისა და ავიასაწარმოში შესაბამისი ბრიფინგის ჩატარების დასახულ ვადებს;
დ) მომავალი შემოწმების სავარაუდო მასშტაბებსა და მისი ჩატარების ადგილს;
ე) შემოწმების ჩასატარებლად აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას