1. შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეიტანს ადმინისტრაცია დამტკიცებული შემოწმების ფორმებში, რომელთა საფუძველზეც ხდება შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
2. შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიების დასრულების შემდეგ ხორციელდება ყველა დასკვნის ანალიზი და შემოწმების დოკუმენტს მიეცემა (დამადასტურებელი მასალების სავალდებულო ჩართვით) შემოწმების საბოლოო დოკუმენტის სახე.
3. დასკვნები, შემოწმების შედეგებზე კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის კუთხით 5 კატეგორიისაა:
ა) კატეგორია 1 – სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლის დროსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება იყოს შეთავაზებული რეკომენდაციები გასატარებელი ზომების ან პრობლემების გადაწყვეტის შემდგომი შესრულების სრულყოფის მიზნით;
ბ) კატეგორია 2 – სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებთან ნაწილობრივი შეუსაბამობა, რაც ნიშნავს გარკვეული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობას, რომელიც უმნიშვნელო გავლენას ახდენს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე. ამ შემთხვევაში სრულყოფა აუცილებელია სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების სათანადო დონეზე შესრულების უზრუნველსაყოფად. შემოწმებული ობიექტი ვალდებულია სათანადო ყურადღება დაუთმოს უშიშროების ხარისხის სრულყოფის ღონისძიებებს;
გ) კატეგორია 3 – სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რაც მოწმობს სერიოზული ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას, რომელიც უშუალოდ აისახება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე. ამ შემთხვევაში სრულყოფა აუცილებელია ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. შემოწმებული ობიექტი ვალდებულია პირველხარისხოვანი ყურადღება დაუთმოს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებებს;
დ) კატეგორია 4 – დოკუმენტურად და/ან ფაქტობრივად დაუდასტურებელია;
ე) კატეგორია 5 – გამოუსადეგარია