ადმინისტრაცია სახელმწიფო პროგრამის შესრულების ხარისხის კონტროლს ახორციელებს კონტროლის ღონისძიებების შემდეგი სახეებით:
ა) სრულმასშტაბიანი შემოწმება – აეროპორტის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედი საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის ყველა ასპექტის დეტალური განხილვა, რათა დადგინდეს ხდება თუ არა მათი რეგულარული გამოყენება მოთხოვნების ერთი და იმავე უშიშროების უზრუნველმყოფი ხარისხის დაცვით;
ბ) საინსპექციო შემოწმება – აეროპორტის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ გატარებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომების და პროცედურების ერთი ან რამდენიმე ასპექტის განხილვა, რათა დადგინდეს რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ისინი;
გ) მიმოხილვები – ავიასაწარმოების და აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა საწარმოების საავიაციო უშიშროების ვითარების ანალიზი, ახალი საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ახალი მოთხოვნების დადგენის მიზნით;
დ) საავიაციო უშიშროების სისტემის გამოცდა – მართლსაწინააღმდეგო ქმედობის იმიტაცია, რომელიც ხორციელდება ფარულად უშიშროების მოქმედი ზომების პირობებში იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ ან რომელთა ბარგშიც მოთავსებულია შენიღბული სასწავლო ასაფეთქებელი მოწყობილობა ან იარაღი;
ე) გამოკვლევა – მომხდარი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციის შეგროვება და შემდგომი ანალიზი, გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და მათი აღმომფხვრელი ღონისძიებების გატარების მიზნით