კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას შემმოწმებელი ვალდებულია:
ა) იცოდეს და შეასრულოს აეროპორტების, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების და აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი სხვა საწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მოთხოვნები, დაიცვას დაშვების დადგენილი წესი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონტროლის პროცესი მოითხოვს სხვას;
ბ) დაიცვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
გ) კონტროლის ღონისძიებების დამთავრების შემდეგ აცნობოს ობიექტის ხელმძღვანელობას შემოწმების შედეგები;
დ) არ შეაყოვნოს საჰაერო ხომალდის გაფრენა, თუ ამისათვის არ არის მყარი საფუძველი