1. შემმოწმებლის პროფესიული მომზადება აუცილებელია კონტროლის ღონისძიებებისადმი სტანდარტიზებული მიდგომის გამოსამუშავებლად და კონტროლის ღონისძიებების მეთოდების გამოყენების ჩვევების შესასწავლად.
2. შემმოწმებლის თანამდებობაზე დასანიშნმა კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს IGAO -ს მიერ აღიარებული სწავლების პროგრამის სპეციალიზებული კურსი და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი.
3. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შემმოწმებლის მომზადებასა და მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ გადამზადებას. გადამზადება შეიძლება მოხდეს როგორც ეროვნულ, ისე IGAO -ს მიერ აღიარებულ სასწავლო ცენტრებში