1. შემოწმების დასრულების შემდეგ შემმოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელთან ერთად ატარებს დასკვნით განხილვას შემოწმების შედეგების, დასკვნებისა და რეკომენდაციების განსახილველად.
2. შემმოწმებელი როგორც ობიექტის, ისე ამ ობიექტის საავიაციო უშიშროების სამსახურს აცნობებს შემდგომი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმის მომზადების აუცილებლობის და ადმინისტრაციაში შესათანხმებლად მისი წარდგენის ვადების შესახებ.
3. დასკვნით განხილვაზე ობიექტს წარედგინება შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიშის ფორმა, რომლითაც ობიექტი შეძლებს შეატყობინოს ადმინისტრაციას შემოწმების პროცესის ხარისხის შესახებ მისი შემდგომი სრულყოფის მიზნით